მუშაობის 5 სტილი - ოფისის რომელი პერსონაჟი ხარ

სამუშაო მაგიდა

ყველას აქვს დისტანციურ რეჟიმში ან ოფისში მუშაობის თავისებური სტილი. დაჰკვირვებიხარ, როგორ იქცევი როცა საქმე სასწრაფოდაა დასასრულებელი ან როცა სამუშაო დღე იწყება? ამოიცანი შენი თავი ამ 5 ტიპიდან ერთ-ერთში:

1. კოფეინის ზომბი;პრინციპი: „ჯერ ყავა, მერე ყველაფერი დანარჩენი!“მახასიათებლები: დღეს იწყებს მეოთხე ჭიქა ესპრესოთი. შენს ორგანიზმში სისხლის მაგივრად, როგორც ჩანს, კოფეინი მოძრაობს. პირველ საათებში ენერგიით ანათებ, მაგრამ საღამოსკენ უკვე ენერგია აღარ გყოფნის.2. ჩუმად მოძრავი „ფანტომი“;პრინციპი: „სადაც არ უნდა იყო, მთავარია ჩათში გამოჩნდე.“მახასიათებლები: არასდროს რთავს კამერას შეხვედრებზე. მისი სტატუსი მუდმივად „Away“-სა და „Available“-ს შორის მერყეობს. ვერავინ ხვდება, რეალურად მუშაობს თუ უკვე სერიალს უყურებს, მაგრამ საქმეს ყოველთვის დროულად ასრულებს.3. ქაოსური გენიოსი ;პრინციპი: „მე ვმართავ ამ ქაოსს (ან ქაოსი მმართავს მე).“მახასიათებლები: მის სამუშაო მაგიდაზე (და კომპიუტერის დესკტოპზე) ათასობით ღია ფანჯრა და ფაილია. თავიდან ყველაფერი არეულად ჩანს, მაგრამ ამ სრულ ქაოსში მას ზუსტად ახსოვს, რა სად დევს და ბოლო წუთს სასწაულებს ახდენს.4. „მოდი ხვალისთვის გადავდოთ“;პრინციპი: „ამ სამუშაოს ხვალ დილის 9 საათზე უნდა მოვრჩე, წინ კიდევ 12 საათი მაქვს!“მახასიათებლები: მთელი დღე აკეთებს ყველაფერს, ოღონდ არა მთავარ საქმეს, ასუფთავებს ოთახს, დაკავებულია სხვა საქმით ან უბრალოდ ჭერს მისჩერებია. რეალურ მუშაობას იწყებს მაშინ, როცა უკვე ძალიან ცოტა დრო რჩება.5. რობოტი-პროდუქტიულობა;პრინციპი: „გეგმა, დისციპლინა და ტაიმერი.“მახასიათებლები: ყოველთვის ყველაფერი წინასწარ აქვს გაწერილი. იდეალური რუტინა, ორგანიზებული ფაილები და დედლაინამდე სამი დღით ადრე დასრულებული პროექტები. სხვებს ხანდახან აფრთხობს კიდეც თავისი სიმშვიდით.

✕