ნუცა ბუზალაძეს ხელი სთხოვეს - ცნობილია, ვინ არის მომღერლის რჩეული
1749442352
მშობიარობის შემდგომი დეპრესია შეიძლება ქალის ცხოვრებაში ყველაზე სასიხარულო მოვლენას მოჰყვეს, რადგანმას თან ახლავს სტრესი, დაღლილობა და ჰორმონალური ცვლილებები, რაც ემოციურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს.
პოსტსამშობიარო, იგივე პოსტნატალური დეპრესია დედას ჩვილის დაბადების შემდეგ შეიძლება განუვითარდეს. დაავადებით დაახლოებით ყოველი მეშვიდე ქალი იტანჯება, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ მდგომარეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და დროული მხარდაჭერის აღმოჩენა, რაზეც მსოფლიოს მასშტაბით წამყვანი კლინიკები და ბრენდები აქტიურად საუბრობენ. მათ შორის არის ბავშვისა და დედის მოვლისთვის საჭირო აქსესუარების მწარმოებელი ამერიკული ბრენდი ლანსინო, რომელიც მაქსიმალური კომფორტისა და უსაფრთხოების შექმნაზეა ორიენტირებული.
როგორც „ლანსინოს“ ცნობიერების ამაღლების კამპანიაშია განმარტებული, მშობიარობის შემდგომი დეპრესიის მკურნალობა როგორც წესი, მედიკამენტებით ხდება, თუმცა ამ პროცესში აუცილებელია ოჯახის წევრების მხარდაჭერა და დედისთვის სტრესისგან თავისუფალი გარემოს შექმნა, რაც მას მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაეხმარება.
დეპრესიის ნიშნები კი, რომელსაც აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება, შემდეგია: