+32 +37 გრადუსი - ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი

ზაფხულის ამინდი

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 1 თვის განმავლობაში, -  ამის შესახებ სინოპტიკოსი ხათუნა ქოქოსაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრობს.

"კვირის დასაწყისში, ტემპერატურა შედარებით დაბალია 27 გრადუსამდე, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო თვის ბოლოსკენ +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.

იქითა კვირიდან საკმაოდ მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდება +32, +33 გრადუსამდე.

თვის პროგნოზით, ივნისის თვის საშუალო ტემპერატურად, დასავლეთ საქართველოს დაბლობისთვის და აღმოსავლეთ საქართველოში, ტემპერატურა მოსალოდნელია +27 გრადუსი. მთიან რაიონებში, 19, 21, გრადუსი.

ცალკეულ დღეებს რაც შეეხება, მოსალოდნელია ტემპერატურის მომატება, დასავლეთ საქართველოში, +33, +36 გრადუსამდე. აღმოსავლეთ საქართველოში, +35, +38 გრადუსამდე.

წვიმიანი ამინდები ნაკლებად იქნება, ზოგადად მთლიანი ივნისის თვის მიმოხილვით, გეტყვით, რომ ნალექი ნაკლებია და უმეტესად უნალექო ამინდები გველის“, - ამბობს „პრაიმტაიმთან“ ხათუნა ქოქოსაძე.