1744835333
კერძები, რომელიც გაცხელებისას მომწამვლელი ხდება - ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ

არსებობს პროდუქტები, რომლებშიც (კერძებში) ხელმეორედ გაცხელებისას, ბაქტერია ისე მრავლდება, რომ ის მომწამვლელი ხდება ჩვენი ორგანიზმისთვის. აბა, ყურადღებით გაეცანით ამ სიას და გაითვალისწინეთ.
აიურვედას (ხალხური მედიცინა ინდოეთში) ექსპერტი - არუნ ხათრი, რომელსაც უკვე სასარგებლო რჩევებით ყველა ვიცნობთ, იმ საკვებთა ჩამონათვალზე საუბრობს, რომლებიც მომზადებისას უნდა შევჭამოთ, ან აღარ უნდა გავაცხელოთ.
არუნ ხათრი: სასარგებლო პროდუქტები, რომლებიც გაცხელების შემთხვევაში ტოქსიკური ხდება.
გაცხელებისას ისევ ისე გროვდება და სწრაფად იზრდება საჭმელში ბაქტერია, როგორც ის მომზადებამდე იყო.
ისპანახი - სასარგებლო პროდუქტია, ვიცით. მაგრამ გაცხელებისას რკინა, რომელიც მასშია, ტოქსიკური ხდება. ის კანცეროგენული ხდება. ჩვენს უჯრედებს ჟანგბადი სჭირდება. კიბოს ერთ-ერთი მიზეზი, სხეულში ჟანგბადის ნაკლებობაა. მოკლედ, ფხალეული მეორედ ჭამისას ცივად უნდა მიიღოთ. ისპანახიანი კერძი ან იმდენი მოამზადეთ, რომ ახალ გაკეთებული მიირთვათ, ან აღარ გააცხელოთ.
კარტოფილი - ამ პროდუქტში არის ბაქტერია ქლოსტრიდიუმ ბოტილიუმი. როდესაც ის იხარშება ან იწვება, ეს ბაქტერია კვდება. მაგრამ როდესაც ცივდება, ის ისევ მრავლდება. მეორედ გაცხელებისას, უფრო და უფრო მრავლდება ეს ბაქტერია. სახლში არასდროს გააცხელოთ რესტორნიდან წამოღებული ფრი. ეს ტოქსიკურია. არასდროს გააცხელოთ ფრი ან შემწვარი კარტოფილი მეორედ.