პარიზში უკრაინის, საფრანგეთს, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს

შეხვედრა

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში უკრაინის, საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის დელეგაციების შეხვედრა მიმდინარეობს. ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოცილურ ქსელ X-ში ავრცელებს.

„განვიხილეთ სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარება, სრული ცეცხლის შეწყვეტის, მრავალეროვნული კონტინგენტის განთავსებისა და უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების გათვალისწინებით“, - დაწერა სიბიგამ.

სიბიგას გარდა უკრაინულ მხარეს მოლაპარაკებებში უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი წარმოადგენენ.

ამასთან ერთად, როგორც უკრაინული მედია იუწყება, პარიზში დაგეგმილია უკრაინული და ამერიკული მხარეების შეხვედრა. აშშ-ის მხრიდან მოლაპარაკებებში სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფი.