დროში მოგზაურობის 4 ხერხი

დროში მოგზაურობა

ზოგჯერ გეჩვენებათ, რომ არასდროს იქნება უკეთესი ცხოვრება, ვიდრე წარსულში გქონდათ (ბავშვობაში, ახალგაზრდობაში, ინსტიტუტში, შარშანდელი შვებულების დროს, წინა ქმართან ერთად). მოდით, მივცეთ საკუთარ თავს წამიერი სისუსტის უფლება და ვეცადოთ, გადავიდეთ იმ დროში, რომელშიც თავს კომფორტულად ვგრძნობდით.

დაწერე

შეეცადეთ, ფურცელზე დაწეროთ იმ დროის შესახებ, რომელშიც დაბრუნება გინდათ. ამ დროს ხელახლა იგრძენით საკუთარი თავი, აღწერეთ მოვლენები და მიიღეთ მათგან ემოციური მუხტი. დაიმახსოვრეთ: მხოლოდ გრაფომანიები ცდილობენ, აღწერონ ყველაფერი ზედმიწევნით, დეტალების გამოტოვების გარეშე. ნუ იდარდებთ წვრილმანებზე - დაწერეთ მთავარზე: იმაზე, რაც გაწუხებთ მრავალი წლის შემდეგაც კი.

ეფექტი: წერითი თერაპიის მეთოდი დიდი ხანია არსებობს. მოვლენების აღწერა სასარგებლოა ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის, ზოგჯერ კი ფიზიკური ჯანმრთელობისთვის. გარდა ამისა, ეს შესანიშნავი საშუალებაა სიტუაციის გარედან შესახედად. 

იცხოვრე ისე, როგორც მაშინ

თუ წარსულით აღფრთოვანებამ კულმინაციას მიაღწია, მაშინ ღირს ერთი თავისუფალი დღის დახარჯვა, რომ იცხოვროთ ზუსტად ისე, როგორც იმ პერიოდში, რომელიც გენატრებათ. არა აქვს მნიშვნელობა, თუ არ გყავთ საკმარისი მონაწილეები ამ მოქმედებისთვის, შეეცადეთ, წარმოიდგინოთ ისინი გვერდით. ამ დღეს თქვენ უნდა გააკეთოთ მხოლოდ ის, რაც გაწერილია თქვენი პირადი „ოქროს ხანის“ სცენარით. ან წადით იმ ადგილას, რომელიც კარგ მოგონებებთანაა დაკავშირებული.

ეფექტი: თუ შვება მაშინვე ვერ იგრძენით, მაშინ ბოროტად არ გამოიყენოთ ეს მეთოდი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ რისკავთ აჩრდილად გადაქცევას. 

იმოქმედეთ 
ერთი მსახიობის თეატრისთვის შეგიძლიათ მოაწყოთ სრულფასოვანი თეატრი. თუმცა ყველა ვერ გაბედავს მეგობრებთან ერთად საკუთარი ცხოვრებიდან სცენებისა და დიალოგების თამაშს. მიუხედავად იმისა, რომ ეს უფრო პროდუქტიულია, ვიდრე ტელეფონზე საათობით საუბარი: „შემდეგ მან მითხრა ... და მე ვუთხარი მას ...”. მაგრამ თუ საკუთარ მორცხვობას ვერ გადააბიჯებ, მაშინ შეეცადე, პლასტილინისგან რამდენიმე ფიგურა გამოძერწეთ  -  გასული დღეების გმირები. მათ უნდა გააკეთონ რაღაც ერთად ან მორიგეობით, ჰქონდეთ გარკვეული გრძნობები ერთმანეთის მიმართ.

ეფექტი: თქვენი ცხოვრებიდან სიტუაციების თამაშით, შეგიძლიათ ცალსახად გადახედოთ დიდი ხნის გამოცდილ მოვლენებს და, შესაძლოა, უკეთ გაიგოთ მათი მონაწილეების ქცევები. 

ძველი ფოტოების ნახვა
მწარე ცრემლების დასაღვრელად მხოლოდ ძველი ფოტოების ყურება არ არის საჭირო. შეეცადეთ, აღწეროთ ყველა ადამიანი ფოტოზე (მათ შორის თქვენც): რა ჩვევები აქვს, როგორი ხასიათი აქვს, რა მოსწონს, რა აწუხებს, კმაყოფილია თუ არა საკუთარი თავით, რას აკეთებს ცხოვრებაში და რა სურს.

ეფექტი: ეს პროცედურა დაგეხმარებათ იმის გაგებაში, თუ რატომ არ მოგწონთ ის ადამიანები აწმყოში.