დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ღმერთმა ევა ადამის პენისიდან შექმნა და არა მისი ნეკნიდან, აცხადებს რელიგიის მკვლევარი, მეცნიერი ზიონი ზევიტი.
რამდენიმე წლის წინ გამოცემულმა მისმა წიგნმა აღშფოთება გამოიწვია. - წერს DAILYMAIL
მეცნიერი ვარაუდობს, რომ ევა შეიქმნა ადამის ბაკულუმისგან (ბაკულუმი - პენისის ძვალი, რომელიც გვხვდება ზოგიერთი ძუძუმწოვრის პენისში. მაგალითად - გორილა და შიმპანზე)
ებრაული სიტყვა tsela უნდა ითარგმნოს როგორც ამობურცული კიდური და არა - „ნეკნი“.
ეს განმარტავს, რატომ აკლია ადამიანებს ბაკულუმი და რატომ აქვთ მამაკაცებსა და ქალებს ნეკნების ერთნაირი რაოდენობა.
თავისი თეორიის გასამყარებლად, მერილენდის ამერიკულ-ებრაული უნივერსიტეტის პროფესორმა, ზევიტმა თქვა, რომ ძველი აღთქმიდან აღებული ებრაული სიტყვა tsela მრავალჯერ და სხვადასხვა კონტექსტში გვხვდება ძველ აღთქმაში და პროფესორმა ზევიტმა თქვა, რომ სწორედ ამან მიიყვანა მთარგმნელები შეცდომაში.
ის აცხადებს, რომ ეს სიტყვა გამოიყენებოდა სხეულის ნებისმიერ ნაწილზე, რომელიც გამოდის ტანიდან, მათ შორის - ფეხებს, ხელებსა და პენისზე.
„ამ ჩამონათვალიდან, ერთადერთი, რომელსაც ძვალი აკლია, არის პენისი“, — განმარტა მან თავის წიგნში - „რა მოხდა სინამდვილეში ედემის ბაღში?“
ებრაული გაზეთის, Haaretz-ის ცნობით, თეორია ნაკლებად სავარაუდოა, რომ სწორი იყოს და მოჰყავს მნიშვნელოვანი კონტრარგუმენტი - tsela კვლავ გამოიყენება პოსტბიბლიურ ებრაულში, „ნეკნის“ მნიშვნელობით.