სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს
1770131270
გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, საზოგადოებას მორიგ რჩევებს უზიარებს.
„ესეც გავარკვიოთ:
1. ყოველ ემოციას წნევის გაზომვა არ სჭირდება! წნევა რეაქტიული პარამეტრია და სრულიად ბუნებრივია მისი აწევა ძლიერი ემოციების დროს.
წნევა მაშინ ხდება პრობლემური და სამკურნალო, თუ ის პერმანენტულად მაღალია, ძილშიც.
ამის დადგენის ოქროს სტანდარტი არის მისი 24 საათიანი მონიტორინგი.
2. კიდევ ერთხელ: მნიშვნელობა არ აქვს, თავს როგორ გრძნობთ 37 თუ 37,4 ტემპერატურაზე.
ეს არ არის სიცხე და შესაბამისად სიცხის დამწევიც ზედმეტია.
3. ეროვნული სიწმინდის, დექსამეტაზონის ხშირი დარჭობა ტრაკზე, რაც ერთგვარი ჩემპიონატია საქართველოში, ნელნელა გაგიუჩინარებთ მაგ კუნთს და დაგრჩებათ სამახსოვროდ კრატერი.
4. აღელვება და განერვიულება არ არის არც დიაგნოზი, არც დაავადება, არც გადაუდებელი შემთხვევა.
რეფლექსურად კორსიზების და ზოლომაქსების ყლაპვა, ყველა სხვა პრობლემებთან ერთად, დაგაკარგინებთ საკუთარი თავის მართვის უნარს.
ნეგატიური ემოციები ბუნებრივია და მათი ატანა ასევე.
5. თითქმის ყველა მამაკაცს ჰქონია ან ექნება სქესობრივი დისფუნქცია, როგორიცაა ერექციის თუ ორგაზმის პრობლემები.
ეს არანაირად არ ტეხავს, უბრალოდ სპეციალისტთან მისვლას მოითხოვს.
6. უშუალოდ ჩაძინებისას სხულის შეკრთომა, ე.წ. მიოკლონია ბუნებრივია, ნუ გეშინიათ.
7. ადამიანი ღამის განმავლობაში დაახლოებით 29-ჯერ იღვიძებს. უმეტესობა უბრალოდ დილით არ გვახსოვს.
8. კარგი ძილის 2 ძალიან ხელისშემშლელი ფაქტორებია ძილის წინ ჭამა და ცხელ ოთახში ძილი.
9. პარტნიორის/ მეუღლის ყოლის მიუხედავად სრულიად ბუნებრივია, გქონდეს მასტურბაციის სურვილი და ასეც იქცეოდე.
10. ასევე ბუნებრივია, პარტნიორი გყავდეს, მაგრამ ქუჩაში ვიღაც მოგეწონოს. მოწონება ცოცხალი ორგანიზმის ნიშანია და არ ნიშნავს ღალატს.
11. ის, რომ ძალიან არაადეკვატური, კრიმინალური, ბინძური, ამორალური ფიქრი მოგივიდა, არ ნიშნავს, რომ ასეთი ხარ.
ეს ტვინის მუშაობის პროცესის ერთერთი თანაპროდუქტია და არ ასახავს არანაირად ჩვენს სურვილებს.
ასეთი ფიქრები, რასაც მე ტვინის გაკუებას ვეძახი, თან ყველას გვაქვს.
ასე რომ, დაიკიდე!
12. ნამდვილი მეგობარი ის არის, ვისთანაც წახვალ, მიუხედავად იმისა, რომ ცუდ ხასიათზე ხარ და რომ მიხვალ, ეტყვი ამას და არ დაიწყებ მსახიობობას.
13. თუ ორ ადამიანს ერთად დუმილი შეუძლია ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე, ეს მათ ძალიან ღრმა და ნდობით გაჯერებულ ურთიერთობაზე მეტყველებს.
14. ბოდიშის მოხდა პრობლემის გამოსწორების გარეშე, ჩვეულებრივი მანიპულაციაა.
15. შეცდომა ერთჯერ, მაქსიმუმ ორჯერ შეიძლება მოგვივიდეს. მესამე და მეოთხე ჯერზე ეს უკვე საქციელია და არანაირი შეცდომა.
16. ფიქრებთან ბრძოლა წყლის ნაყვაა. თუ შედეგი გინდათ, ან დაწერეთ ან გაახმოვანეთ ეს ფიქრები. ამ დროს აქტიურდება ტვინის რაციონალური უბნები, რაც პრობლემების გადაწყვეტის აუცილებელი წინაპირობაა.
17. გეშინია? არა უშავს, შეშინებულმა გააკეთე!
თუ ვერანაირად ვერ ახერხებ, მაშინ უკვე მიდი ფსიქოლოგთან. ჭარბი შიშები, ფობიები და მსგავსი პრობლემები საკმაოდ მარტივად გვარდება ჭკვიანურ ფსიქოთერაპიაში.
18. თუ სექსის დროს დისკომფორტს ან ტკივილს განიცდი, აუცილებლად უთხარი ეს პარტნიორს.
გულრფელი კომუნიკაცია კარგი, ჯანსაღი სექსუალური ურთიერთობის აუცილებელი წინაპირობა და კომპონენტია.
19. შვილზე პერმანენტული და გადაჭარბებული ნერვიულობა, გარდა იმისა, რომ დაგანგრევს, შვილზეც ნეგატიურად აისახება.
მას სრულიად ლოგიკურად შეიძლება გაუჩნდეს იდეა, რომ რაღაც სჭირს, თორემ ამდენს ხომ არ ინერვიულებდნენ მასზე.
კარგად დაფიქრდით ამაზე!
20. სულ გინდოდა უფრო დიდი მკერდი? მიდი და გაიკეთე!
შენ ხარ შენი სხეულის პრეზიდენტიც და პრემიერმინისტრი!
21. ძმებო, ბუნებამ ძალიან ინტენსიური ორგაზმის ორგანო სამწუხაროდ პენისის მეორე მხარეს "გაგვიჩალიჩა"... პროსტატაზეა საუბარი “- წერს ექიმი.