პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1770134559
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა, 2025 წელს, სურსათის უვნებლობის მიმართულებით, სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორებთან 40 ათასამდე სახელმწიფო კონტროლი (ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება, მონიტორინგი და ზედამხედველობა) განახორციელეს.
ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, გამოვლინდა 4050-მდე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. მათ შორის გამოიკვეთა დარღვევები, რომელთა გამოც ბიზნესოპერატორები ყველაზე ხშირად დაჯარიმდნენ:
• საქმიანობა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული აღიარების გარეშე;
• სურსათის ეტიკეტირების წესის დარღვევა;
• სურსათის მიკვლევადობის დარღვევა;
• ვადაგასული სურსათით რეალიზაციის ფაქტები.
"აღნიშნული დარღვევების პრევენცია შესაძლებელია. დარღვევების შემცირება ხელს შეუწყობს თავად ბიზნესის განვითარებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაიცავს მომხმარებელთა უფლებებსა და ჯანმრთელობას.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია განაახლონ შესაბამისი ვადების დაცვით; ასევე, იმ ბიზნესოპერატორებმა, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებასა (გარდა პირველადი წარმოებისა) ან/და გადამუშავებასთან, დროულად მიმართონ სააგენტოს აღიარების მოთხოვნით; ყურადღება მიაქციონ პროდუქციის ვადებს, არ გამოიყენონ ვადაგასული პროდუქცია სურსათის მომზადებისას და აღკვეთონ მათი რეალიზაცია; უზრუნველყონ სურსათის მიკვლევადობა და დაიცვან ეტიკეტირების მოთხოვნები", - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.