„მომისმინე, ძმა, შენ რაღაც აგრესიულად მელაპარაკები თუ მეჩვენება?“ - შსს „ქურდული გარჩევის“ ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 45 პირი დააკავეს, - ამის შესახებ, უწყებაში გამართულ ბრიფინგზე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა განაცხადა.

ვაჟა სირაძის თქმით, კიდევ 15 პირს ბრალი წარედგინება (ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი - დაუსწრებლად). მათ შორის სამი ე.წ. კანონიერი ქურდია.