ბერეკაშვილი: ყველაზე დიდი გამოწვევა პირველადი მოხმარების საგნებსა და საკვებ პროდუქტებზე გვაქვს. ვფიქრობ, რესურსი არსებობს, რომ მნიშვნელოვან შედეგზე გავიდეთ. მთავარია, ეს პროცესი იყოს გამჭვირვალე, ინკლუზიური, კომპანიები ჩაერთონ

შოთა ბერეკაშვილი

ყველაზე დიდი გამოწვევა პირველადი მოხმარების საგნებსა და საკვებ პროდუქტებზე გვაქვს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი რესურსი არსებობს, რომ მნიშვნელოვან შედეგზე გავიდეთ. მთავარია, რომ ეს პროცესი იყოს გამჭვირვალე, ინკლუზიური, კომპანიები ჩაერთონ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა ფასების რეგულირებაზე საუბრისას.

მან ასევე აღნიშნა, რომ მუშაობის პროცესში საკანონმდებლო ინიციატივებიც განიხილება.

„როდესაც ვსაუბრობთ სისტემის გაჯანსაღებაზე, კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე და კომპლექსურ მიდგომაზე, რა თქმა უნდა, იგულისხმება სწორი საკანონმდებლო ჩარჩოთი დახმარება, რათა ბიზნესპროცესები გახდეს უფრო გამჭვირვალე, ინკლუზიური, კონკურენციის ხარისხი გაუმჯობესდეს. ეს ყოველივე შემდეგ აისახება ფასების დინამიკის კლებაზე და უფრო რეალურ შედეგებზე.

სამივე მიმართულება მნიშვნელოვანია, თუმცა, ჩემი აზრით, ყველაზე დიდი გამოწვევა პირველადი მოხმარების საგნებსა და საკვებ პროდუქტებზე გვაქვს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი რესურსი არსებობს, რომ მნიშვნელოვან შედეგზე გავიდეთ. მთავარია, რომ ეს პროცესი იყოს გამჭვირვალე, ინკლუზიური, კომპანიები ჩაერთონ”, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

დეპუტატმა კომპანიებსაც მიმართა.

„მინდა, მივმართო კომპანიებს, რომლებიც სექტორში მონაწილეობენ - ჩვენი მიზანია, მათ დავეხმაროთ, მათი საოპერაციო ბიზნესპროცესები გავხადოთ უფრო ეფექტური, რაც შედეგობრივად მოგვიტანს, რომ ისინი გახდებიან უფრო კონკურენტუნარიანი. ეს საბოლოო ჯამში დადებითად აისახება როგორც ქვეყნის ეკონომიკაზე, ჩვენს მოქალაქეებზე და ვფიქრობ, ხელშესახებ შედეგებს მივიღებთ”, - აღნიშნა ბერეკაშვილმა.

პარლამენტმა დღეს სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა.