ატარეთ ნაკურთხი ჯვარი, ან შელოცვილი მონეტა – როგორ უნდა დაიცვან თავი ჯადოსგან ზოდიაქოს ნიშნებმა

ჯადო

ადამიანები, რომლებიც ცდილობენ სხვებზე მაგიის მეშვეობით გავლენის მოხდენას და რამდენად იმოქმედებს ეს თქვენზე, ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის – ზოდიაქოს თქვენ ნიშანზე.

ზოგს სჯერა მაგიის, ზოგს – არა. როგორც ამბობენ, რაც უფრო გჯერა და გწამს მაგიური გავლენისა, მით მეტად ხარ დაუცველი და მეტია შანსი, რომ ამ გავლენის ქვეშ მოექცე.

ასევე ცნობილია, რომ სიტყვას უდიდესი ძალა აქვს – ამიტომ არ შეიძლება ვინმეს დაწყევლა  და ამიტომაა აუცილებელი ლოცვა, კეთილი სიტყვა და ა. შ.

არ უნდა ფოლადის ნერვებითა და რკინისებრი ხასიათით გამოირჩეოდეს, ის მაინც შეიძლება აღმოჩნდეს მაგიური რიტუალის მსხვერპლი. ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშანი მეტად დაუცველია მაგიური ზეგავლენისგან, ხოლო ზოგი – ნაკლებად.

საუკეთესო საშუალება ბოროტი ადამიანების მაგიური გავლენის მცდელობებისგან თავდასაცავად მაინც ლოცვაა, ტაძარში სიარული, სიკეთის ქმნა და ა. შ.

კირჩხიბი, მორიელი, თევზები

ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენლები მეტად დაუცველი არიან მაგიისგან. აქვთ შთაბეჭდილებებზე დამოკიდებული ხასიათი, ხშირად ეცვლებათ განწყობა, არიან ემოციური და ძლიერ მგრძნობიარე. მაგიური რიტუალების სამიზნე უფრო მამაკაცები არიან.

რაც შეეხება ქალთა სქესს, მათ თავიანთი მომაჯადოებლობით თავისუფლად შეუძლიათ შერჩეული ობიექტის ჭკუიდან გადაყვანა. ამიტომ ამ ნიშნების ქალებთან ყურადღებით ყოფნაა საჭირო და მათი შარმის პროვოკაციაზე წამოგებისგან თავის არიდება. როგორც ამბობენ, მამაკაცებმა ამისგან თავდასაცავად ჯიბით გამოკვანძული ცხვირსახოცი, ხოლო ქალებმა – ნებისმიერი ცხოველის თილისმა უნდა ატარონ. ნახეთ სრულად