უმძიმესი ავარია თბილისი-ბაკურციხის მაგისტრალზე - დაღუპულია 4 ადამიანი
1736926850
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების ოფიციალური ვიზიტი თბილისში გრძელდება. დაგეგმილია შეხვედრები მმართველ გუნდსა და ოპოზიციასთან. მმართველი გუნდის ოპონენტები ყურადღებას 26 ოქტომბრის არჩევნებსა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე გაამახვილებენ.
როგორც ცნობილია, მონიტორინგის მისიის წევრები მესამე სექტორის წარმომადგენლებს უკვე შეხვდნენ. ოპოზიციასთან შეხვედრა ხვალ არის დაგეგმილი.
"მაშინ, როდესაც ივანიშვილის რეჟიმმა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები ფეხქვეშ გათელა, ახორციელებდა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, მიმდინარეობს პოლიტპატიმრების დაკავებისა და უკანონო გასამართლების პროცესი (მათ შორის, დღეს, "ბათუმელების" რედაქტორის აბსოლუტურად უკანონო პატიმრობაშია, რაც კიდევ ერთი შეტევაა დამოუკიდებელ მედიაზე), ეს არის ის საკითხები, რომელზეც ვისაუბრებთ", - აცხადებს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრი თეონა აქუბარდია.
ლანა გალდავას თქმით, შეხვედრაზე განიხილება ყველა ის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში მოხდა.
"შევეხებით ყველა იმ საკითხს, ყველა იმ პრობლემატიკას, რომელიც ამ ქვეყანაში დემოკრატიას, დემოკრატიულ პროცესებსა და დემოკრატიული ინსტიტუტების სიჯანსაღეს უშლის ხელს და არღვევს ადამიანის უფლებებს. ცხადია, საუბარი იქნება არჩევნების - იმ გაყალბებისა და სპეცოპერაციის შესახებ, რომელიც საქართველოში ჩატარდა. ამავდროულად, საუბარი იქნება 300-ზე მეტი ადამიანის ცემაზე, წამებასა და მათდამი არაადამიანურ მოპყრობაზე", - აღნიშნავს "ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" წარმომადგენელი ლანა გალდავა.