6 სიტუაცია, რა დროსაც კატეგორიულად არ შეიძლება წყლის დალევა

წყალი

6 სიტუაცია, რა დროსაც კატეგორიულად არ შეიძლება წყლის დალევა:

1. არ შეიძლება წყლის დალევა უშუალოდ ძილის წინ

საქმე ისაა, რომ ღამე ჩვენი თირკმელები უფრო ნელა მუშაობენ, ვიდრე დღისით. ამის გამო დილით მოსალოდნელია, რომ სახისა და კიდურების შეშუპებით გაიღვიძოთ.

2. არ შეიძლება წყლის დალევა ინტენსიური ვარჯიშის დროს 

ფიზიკური ვარჯიშის დროს ადამიანი სიმხურვალეს გრძნობს და ხშირად ზედმეტ წყალს სვამს. ამით ის პროვოცირებს ელექტროლიტების გამორეცხვას ორგანიზმიდან. ამიტომ წყლის დალევა რეკომენდებულია მხოლოდ ვარჯიშის შემდეგ, როდესაც კარგად დაისვენებთ.

3. არ შეიძლება წყლის დალევა, თუ შარდი გამჭვირვალე გახდა 

სრულიად გამჭვირვალე შარდი სიყვითლის ნიშნის გარეშე - იმის ნიშანია, რომ დღის განმავლობაში ძალიან ბევრი წყალი დალიეთ, მათ შორის მაშინაც, როცა არ გწყუროდათ. ამან შეიძლება გამოიწვიოს ნატრიუმის დონის შემცირება ორგანიზმში, რაც სახიფათოა ჯანმრთელობისთვის.

4. არ შეიძლება წყლის დალევა ჭამის დროს და უშუალოდ ჭამის შემდეგ 

ჭამის დროს წყლის დალევამ შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მოუნელებლობა. მიზეზი ისაა, რომ ჭამის დროს აქტიურად ხდება ნერწყვის გამომუშავება, რომელიც მონელებისთვის საჭირო ფერმენტებს შეიცავს. წყლის მიღების დროს ნერწყვის რაოდენობა მცირდება. ამის გამო ორგანიზმში შეიძლება დაგროვდეს ჩვეულებრივი საკვების გადაუმუშავებელი ტოქსიკური ნარჩენები.

5. ყველამ იცის, რომ არ შეიძლება ზღვის წყლის დალევა - რატომ? 

სანაპირო ზღვის წყლების უმეტესობა შეიცავს ადამიანის პათოგენურ ვირუსებს. ამიტომ, ცურვის დროს მცირე რაოდენობის თუნდაც შემთხვევით პირში მოხვედრილი წყალი მაშინვე უნდა გადმოაფურთხოთ, თუ არ გინდათ შვებულება პირის ღრუს ვირუსული ინფექციით გაიფუჭოთ.

 

6. არ შეიძლება წყლის დალევა, თუ მანამდე უკვე ბევრი წყალი დალიეთ 

ამ თემას უკვე შევეხეთ ზემოთ. სითხის ზედმეტი რაოდენობა ორგანიზმში იწვევს ნატრიუმის გამორეცხვას და ამ პროცესის უსიამოვნო შედეგებს. გარდა ამისა, ძალიან დიდი რაოდენობის სითხე ტვირთავს თირკმელებს და ხელს უშლის ორგანიზმი სისხლში საჭირო ნივთიერებებით მოამარაგოს.

 

 

ასევე ნახეთ:

„პატრიარქის მომავალ სამყოფელში ოდნავ ბჟუტავდა სინათლე. კართან მოხუცი მონაზონი შეეგება... დეკემბრის ბოლო იყო, გარეთაც ციოდა და შიგნითაც...“ - უწმინდესის აღსაყდრების დღე

„ყველას გვაპატიე, რომ შენს გულს ვერავინ გაუფრთხილდა”– ტრაგიკულად დაღუპულ გოგოს ემშვიდობებიან