მატჩის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ქართველ ფეხბურთელებს შეხვდა და მათ სიტყვით მიმართა

nk

 საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, საქართველო-თურქეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩს შვილებთან და თურქ კოლეგასთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად დაესწრო. კოლეგებმა პირისპირ შეხვედრაც გამართეს და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრეს.

მატჩის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ქართველ ფეხბურთელებს შეხვდა და მათ სიტყვით მიმართა. როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, დამარცხების შემდეგ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გუნდის ერთად შეკვრა და წინ გამარჯვებისკენ სვლა.

საქართველოსა და თურქეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებებს შორის შეხვედრა 1:4 დასრულდა.