როდის გამოიდარებს საქართველოში - ამინდის განახლებული პროგნოზი

 ამინდი

13 ოქტომბრის დღის ბოლომდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, დროგამოშვებით ქარის გაძლიერება, დღისით აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 14 ოქტომბრიდან გამოიდარებს.

თბილისში ხვალიდან გამოიდარებს და უნალექო ამინდი იქნება. ტემპერატურა კვირის მანძილზე 11-დან 21 გრადუსამდე დაფიქსირდება

ბათუმში 14 ოქტომბრიდან გამოიდარებს. იქნება უნალექო ამინდი. ტემპერატურა 20 გრადუსამდე დაფიქსირდება

ასევე ზუგდიდში 14 ოქტომბრიდან გამოიდარებს და ძირითადად უნალექო ამინდი იქნება