ტელეკომპანია „იმედის“ და ჰოლდინგში შემავალი არხების - „მაესტროსა“ და „ჯიდიესის“ მაუწყებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გამოძიებით დგინდება, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს, რის გამოც მაუწყებლობა 45 წუთის განმავლობაში გაითიშა - სუს

სუსი

ტელეკომპანია “იმედის” და ჰოლდინგში შემავალი არხების - “მაესტროსა” და “ჯიდიესის” მაუწყებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გამოძიებით დგინდება, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს ტელეკომპანიის შიდა ერთ-ერთ ელექტრომოწყობილობაზე, რის გამოც მაუწყებლობა 45 წუთის განმავლობაში გაითიშა.

გამოძიების მასალების მიხედვით დანაშაულებრივი ფაქტი არ დასტურდება.

შესაბამისად, ანალოგიური საბოლოო საექსპერტო დასკვნის მიღების შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდება.