6 რჩევა ნაბახუსევიდან სწრაფად გამოსასვლელად

დალევა

ალკოჰოლის დიდი დოზებით მიღებამ შეიძლება მეორე დღეს თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება და სისუსტე, გამოიწვიოს. აღნიშნული სიმპტომების მოსახსნელად არსებობს დამატებითი ფარმაცევტული საშუალებები, რომლის ყიდვა და მიღებაც აფთიაქში შეგიძლიათ, მაგრამ არსებობს არამედიკამენტოზური გზებიც.

აქ გაეცნობით რამდენიმე აპრობირებულ მეთოდს, თუ როგორ დავაღწიოთ "ნაბახუსევის სინდრომს" თავი უფრო სწრაფად:

1. ადამიანის ორგანიზმი ისეა მოწყობილი, რომ ალკოჰოლის შემადგენლობაში შემავალ ეთილის სპირტს აღიქვამს, როგორც შხამს. ეთილის სპირტი აზიანებს კუჭ-ნაწლავის სისტემას და იწვევს გულის რევას, მჟავიანობის მომატებას და სხვა ბევრ არასასურველ რეაქციას.  პირველი და მთავარი რჩევაა - ნაბახუსევზე მიიღეთ რაც შეიძლება მეტი სითხე და მეტი იძინეთ.

2. ნაბახუსევისგან განთავისუფლებაში დაგეხმარებათ ცხიმიანი ხორცისგან მომზადებული წვნიანი კერძის მირთმევაც. გაითვალისწინეთ, რომ კერძი რაც უფრო ცხიმიანია, მით მეტად მარტივად აღადგენთ საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურ მუშაობას და განთავისუფლდებით ნაბახუსევის სინდრომისგან.

3. ნაბახუსევისგან განთავისუფლების კარგი მეთოდია რძის პროდუქტების მირთმევაც, თუმცა არავითარ შემთხვევაში - პირდაპირ რძის! ჩვეულებრივი მაწონი ან კეფირი მშვენივრად უმკლავდება წყურვილს, აუმჯობესებენ საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას და ეთილის სპირტისგან დაზიანებული ნაწლავის მიკროფლორას ნორმალურ მდგომარეობაში აბრუნებს. შესაბამისად, მშვენივრად ხსნის ნაბახუსევის სინდრომს.

4. ზოგიერთ ქვეყანაში ნაბახუსევზე ბრინჯიან კერძებსა და პურს მიირთმევენ. ეს პროდუქტები ალკოჰოლურ შხამებს ანეიტრალებს და ორგანიზმიდან მათ გამოდევნას უწყობს ხელს. ბრინჯი საუკუნეების მანძილზე ცნობილია, როგორც კარგი გამწმენდი საშუალება.

5. ღირს თუ არა ნაბახუსევიდან ალკოჰოლის დახმარებით გამოსვლა? ბევრი მიიჩნევს, რომ ეს საუკეთესო და კარგად გამოცდილი მეთოდია.  საკმარისია, ერთი ჭიქა სპირტიანი სასმელი მიირთვათ, რომ მომენტალურ შვებას იგრძნობთ. ეს იმითაა გამოწვეული, რომ სპირტიანი სასმელი კარგად უმკლავდება ტკივილის სინდრომს და აფართოებს სისხლძარღვებს, თუმცა რეალურად, ამ დროს ორგანიზმი ტოქსიკური ნივთიერების დამატებით დოზას იღებს, რომლისგან თავის დაღწევა უკვე ძალიან რთულია. ეცადეთ, ნაბახუსევზე ალკოჰოლის მიღებისგან თავი შეიკავოთ.

6. ბევრისთვის ნაბახუსევზე გამოსვლის წამალი დიდი ხანია არსებობს და მისი სახელია - "ხაში"