„მეც არ მჯერა რომ ამას ვწერ მაგრამ...“ – მარიამ შარმანაშვილი და კარლო პონტი ერთმანეთს დაშორდნენ
1795272135
21 ნოემბერი, ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას განმარტებით, განსაკუთრებული ენერგეტიკის მქონე დღეა, რომელიც წარმატების, ფინანსური კეთილდღეობისა და სასიკეთო ცვლილებების მოზიდვისთვის ხელსაყრელად მიიჩნევა.
ამის შესახებ მან გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა და მაყურებელს სიმბოლური რიტუალი გაუზიარა, რომლის შესრულებაც, მისი თქმით, ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
ეზოთერიკოსის განმარტებით, რიტუალის მთავარი ატრიბუტი გასაღებია, რომელიც ახალი შესაძლებლობების, დაბრკოლებების დაძლევისა და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყების სიმბოლოდ გამოიყენება.
„ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი დღე გვაქვს 21 რიცხვში. ეს დღე სახლში წარმატებისა და სასიკეთო ძალების მოსაზიდად ძალიან ძლიერია, მათ შორის ფინანსური კეთილდღეობისთვის“, - ამბობს ანზორ ოდიშარია.
როგორ უნდა ჩატარდეს რიტუალი 21 ნოემბერს?
ოდიშარიას განმარტებით, რიტუალისთვის ნებისმიერი გასაღების გამოყენებაა შესაძლებელი. ის შეიძლება იყოს ძველი, ახალი, დიდი ან მინიატურული. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ოქროსფერ და წითელ გასაღებებს, თუმცა ფერი და ზომა აუცილებელი პირობა არ არის.
მთავარია, შეარჩიოთ ცალკე გასაღები, რომელსაც ყოველდღიურად არ იყენებთ.
21 ნოემბერს გასაღები ხელში უნდა დაიჭიროთ, გულთან მიიტანოთ ან მასზე მსუბუქად დაუბეროთ. ეზოთერიკოსის თქმით, ამ გზით გასაღები სიმბოლურად ადამიანის სუნთქვითა და გულისცემით „აქტიურდება“.
ამის შემდეგ უნდა ჩაიფიქროთ კონკრეტული სურვილი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში არსებული დაბრკოლებების გადალახვას უკავშირდება.
თუ ფინანსური პრობლემები გაწუხებთ, ბევრს შრომობთ, თუმცა სასურველ სტაბილურობას ვერ აღწევთ, ოდიშარია შემდეგი შინაარსის სურვილის წარმოთქმას გვირჩევს:
„მე ეს დღევანდელი დღის ძალით, აი, ამ გასაღებით დავძლიე. ჩემი სურვილია, წინააღმდეგობებისა და შეფერხებების გარეშე, ჩემი მატერიალური კეთილდღეობა ყოველდღიურად გაიზარდოს და შემერგოს“.
ეზოთერიკოსი განსაკუთრებულ ყურადღებას სურვილის სწორად ფორმულირებაზე ამახვილებს. მისი თქმით, ადამიანებმა სურვილის ჩაფიქრებისას საკუთარ შესაძლებლობებს შეზღუდვები არ უნდა დაუწესონ და სასურველი შედეგის მიღწევა შეუძლებლად არ უნდა მიიჩნიონ.