პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
აშშ-ის ერთ-ერთ რესტორანში ჯონი დეპის სახელობის ალკოჰოლური სასმელი იყიდება. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
„თუ თავს დაუცველად გრძნობთ ან შეშინებული ხართ, მაშინ აუცილებლად უნდა მიიღოთ ჯონი დეპის სახელობის სასმელი",- ამ შინაარსის აბრაა გამოკრული მამაკაცების სველი წერტილის შესასვლელთან.
რესტორნის ადმინისტრაციის ცნობით, სასმლის სხვადასხვა ვარიაცია არსებობს: გაუზავებელი, ყინულებიანი და ლაიმით. თითოეული მათგანის უკან საიდუმლო შეტყობინება იმალება.
მაგალითად თუ კლიენტი გაუზავებელ სასმელს შეუკვეთს ეს ნიშნავს, რომ ის თავს დაუცველად გრძნობს - ამიტომ რესტორნის ადმინისტრაცია დაუყოვნებლივ გაიყვანს მას შენობიდან დაცვის თანხლებით.
თუ ყინულებიანზე შეაჩერებთ არჩევანს - ეს იქნება სიგნალი მომსახურე პერსონალისთვის, რომ სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში პოლიციას დაურეკონ.
ლაიმიანი სასმლის შეკვეთის შემთხვევაში კი მომსახურე პერსონალი დაუყოვნებლივ დაურეკავს პოლიციას.