გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს
1732361130
სიცივეში მხოლოდ დივანზე დაჯდომა და ძილი გინდა... მაგრამ როცა ზრდასრული ხარ, ეს საქციელი არ გამოდგება – არის სამუშაო და სხვა ვალდებულებები.
შემოდგომა-ზამთარი არ არის საუკეთესო დრო პროდუქტიულობასთან დაკავშირებით. სიცივე, სიბნელე, მოკლე დღე - ახლა კი არაფერი გინდა, გარდა სითბოსი. დიახ, მათთვისაც კი, ვისაც თითქოს ღამით საკმარისად სძინავს, მუდმივი ძილიანობა ჩვენი დროის ნამდვილი უბედურებაა და მეგაპოლისების მცხოვრებლები მას უფრო მეტად განიცდიან. წარმოგიდგენთ ძილიანობის წინააღმდეგ საბრძოლველ ხუთ გზას, რომელიც ყველაზე ზარმაცსაც კი მოერგება.
1. გაიუმჯობესეთ ძილი
ყველას აქვს ძილის მინიმალური მოთხოვნა. ძილის ერთი ციკლი საათ-ნახევარია, ანუ ყოველ 90 წუთში ძილის ფაზა იცვლება. იმისათვის, რომ დღის განმავლობაში ყველაფრისთვის საკმარისი ძალა გქონდეს, ძილის ხანგრძლივობა უნდა იყოს 1,5-ის ჯერადი. ოპტიმალური არის 7.5 საათი ან 9 საათი. თუ ძილიანობის პრობლემა გაქვთ, ჩატარეთ ექსპერიმენტი ძილის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით. შესაძლოა, არსებობს რაიმე ინდივიდუალური თვისება და თქვენი სხეულის პირდაპირი მოთხოვნილებაა, მაგალითად, 10-საათიანი ძილი. „მნიშვნელოვანია დასაძინებლად დაწვეთ შუაღამემდე (სასურველია საღამოს 23-მდე), რათა არ დაირღვეს ცირკადული რითმები“.
2. გააანალიზეთ, რას ჭამთ
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კვება იყოს სრული, ორგანიზმს სჭირდება მრავალფეროვნება. მათ, ვინც იცავს მკაცრ დიეტას, დაბალკალორიულ დიეტას ან უარს ამბობს ცხიმებსა და ნახშირწყლებზე, შეიძლება მუდმივად ეძინოს. არ დაგავიწყდეთ, რომ კალორიები არის საწვავი, საიდანაც ვიღებთ ენერგიას.
3. არ დაივიწყოთ ფიზიკური დატვირთვა
სპორტი მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც საათობით ზის კომპიუტერთან. მსუბუქი აერობული ვარჯიშიც კი გამოგადგებათ - ცეკვა, სიარული ან ცურვა - აირჩიე საკუთარი პრეფერენციების მიხედვით. ფიზიკური დატვირთვისას ფილტვები გაჯერებულია ჟანგბადით, ის უფრო აქტიურად ხვდება კუნთებისა და ტვინის ქსოვილებში, აღვიძებს ორგანიზმს.
4. გაანიავეთ ოთახი, რომლებშიც იმყოფებით
რა თქმა უნდა, არ არის აუცილებელი ორპირის მოწყობა, შეიძლება გაცივდეთ კიდეც, მაგრამ ჩვეულებრივი ვენტილაცია საკმაოდ კარგი საშუალებაა ძილიანობის დასაძლევად. ამიტომ დღის განმავლობაში დროდადრო გახსენით თქვენი ოფისის ფანჯრები და არ დაგავიწყდეთ საძინებლის განიავება, როცა დასაძინებლად ემზადებით.
5. შეცვალეთ ჩვევები
ძილიანობის მიზეზი შეიძლება იყოს ყოველდღიური რუტინა. როცა ადამიანი მართლაც საინტერესო საქმით არის დაკავებული, ვერ ამჩნევს დროის მსვლელობას და არ გრძნობს დაღლილობას. თუ სამუშაო და ყოველდღიური აქტივობა არ არის სიამოვნება, პირიქით ხდება: ქვეცნობიერად „ვიმალებით“, ვიძინებთ, ინფორმაცია უარესად შეიწოვება. „გააანალიზეთ, როგორ გრძნობთ თავს დღის განმავლობაში და შეიძლება თუ არა რაღაცის შეცვლა“, - გვირჩევს ექიმი.