მნიშვნელოვანი ინფორმაცია პენსიის და სოციალური დახმარებების მიმღებთა საყურადღებოდ
1763543117
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად შალამბერიძე მიიჩნევს, რომ საგზაო წესების გამკაცრება მოსახლეობის გადაადგილების უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს. მან ამ მხრივ ქვეყანაში არსებულ სტატისტიკას საგანგაშო უწოდა.
„ვხედავთ, რომ ყოველწლიურად ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ამაზე მეტყველებს ის მაჩვენებლები, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ ვნახეთ, რომელიც არც თუ ისე სასიამოვნოა. პირიქით, ვიტყვი რომ ნამდვილად საგანგაშოა. ჩვენი პირველი მოვალეობაა ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოება და საზოგადოების უსაფრთხოდ გადაადგილება, რასაც ემსახურება სწორედ ის გამკაცრება, რომლის განხილვასაც ვიწყებთ. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ საგზაო წესების გამკაცრება ხელს შეუწყობს იმას, რომ ასეთი საგანგაშო სტატისტიკა აღარ გვქონდეს ქვეყანაში, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოდ გადაადგილებაზე“, - აცხადებს შალამბერიძე.
პარლამენტში საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტის განხილვა დღეს იწყება. საკომიტეტო მოსმენა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე გაიმართება. იზრდება ჯარიმები ბევრი მიმართულებით, რაც ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციას მოახდენს.