გუსტავ კლიმტის ნახატი აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

გუსტავ კლიმტის ნახატი

გუსტავ კლიმტის ტილო „ელიზაბეტ ლედერერის პორტრეტი“ ნიუ-იორკში, Sotheby's-ს აუქციონზე $236.4 მილიონად გაიყიდა.

როგორც The Guardian წერს, მხატვრის ნამუშევარი გახდა მეორე ყველაზე ძვირადღირებული ხელოვნების ნიმუში, რომელიც ოდესმე გაყიდულა აუქციონზე.

გუსტავ კლიმტის ნახატი გაიყიდა რეკორდულ 236.4 მილიონ დოლარად (კომისიის ჩათვლით), რაც მას მოდერნის ყველაზე ძვირადღირებულ ნიმუშად აქცევს, რომელიც აუქციონზე ოდესმე გაყიდულა. ის ასევე მსოფლიოში მეორე ყველაზე ძვირადღირებული ხელოვნების ნიმუში გახდა.