ხვალ მაგნიტური შტორმია - რას უნდა ველოდოთ დედამიწაზე
1745439273
არსებობს გონივრული ეჭვი, რომ საქმე გვაქვს დანაშაულთან, სახელმწიფო ღალატთან და სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებასთან. ამ ადამიანების ვიდეოზარის შინაარსით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუამ კომენტარი გააკეთა სოციალურ ქსელებში გუშინ გავრცელებულ ვიდეოზე, რომლის მიხედვითაც, რუსი პრანკერები სალომე ზურაბიშვილს და უჩა ნანუაშვილს დაუკავშირდნენ და გაეცნენ, როგორც გარი კასპაროვის წარმომადგენლები.
„კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, რა ჯგუფთან და ხალხთან გვაქვს საქმე, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რასაც ვამბობდით, რომ ესენი უცხო ქვეყნის დაკვეთით მომუშავეები არიან. ქაოსი, დაპირისპირება და ძალადობა – ცდილობენ, ჩვენი ქვეყანა არიონ. გუშინ პირდაპირ განაცხადეს, თანხებს, რასაც USAID-დან ვიღებდით, ახლა შეგვიწყდაო და იქნებ უფრო დაგვეხმაროთო. ევროპიდანაც რომ მოდიოდა ეს თანხები, შენელდაო, რადგან კანონი მივიღეთ და იქნებ ცოტა ხელი წაგვიკრათო, რომ ქვეყანა აატრიალონ და ისევ მავნებლობა ჩაიდინონ. არსებობს გონივრული ეჭვი, რომ აქ საქმე გვაქვს დანაშაულთან, სახელმწიფო ღალატთან და სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებასთან. ამ ადამიანების ვიდეოზარის შინაარსით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ. ეს არის მავნებლობა, ქაოსი, დაპირისპირება და ამაში დღემდე ფულს იღებენ და ფულს ითხოვენ. ამიტომაც არის სწორი ის ნაბიჯები, რაც ხელისუფლებამ გადადგა. ჯერ გამჭვირვალობის შესახებ კანონი მივიღეთ, თუმცა ეს საკმარისი არ იყო, ისეთ სიგიჟეებს ვისმენდით და ისეთი თემების დაფინანსება ხდებოდა, შესაბამისად, ამერიკული კანონი, „ფარა“ მივიღეთ, რომელიც მაქსიმალურად გამჭვირვალეს გახდის, ვისგან ხდება დაფინანსება და რისთვის“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
რაც შეეხება უჩა ნანუაშვილის განცხადებას, რომ საუბრის თარგმანი დამახინჯებულია, ზარქუას თქმით, უდანაშაულობის პრეზუმფციას დაიცავს და ამბობს, რომ არსებობს გონივრული ეჭვი სახელმწიფოს წინააღმდეგ დაგეგმილ ნაბიჯებზე.
„ნანუაშვილი ამ ჩვენებებზე შემდეგ შესაბამის სტრუქტურებს ესაუბროს. ახლა მე დავიცავ უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპებს და არ ვიტყვი, მაგრამ არსებობს გონივრული ეჭვი, რომ აქ საქმე გვაქვს სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმულ და დაგეგმილ ნაბიჯებზე. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სტრუქტურები დაინტერესდებიან და შემდეგ იქ მოყვეს, რა არის დამონტაჟებული და რა არის სიმართლე. ჩემი პირადი მოსაზრებით, ეს იყო თავიდან ბოლომდე ის ხედვა, მისია და ამოცანა, რაც ამ უსამშობლოებს აქვთ, რომ საკუთარი ქვეყანა რამენაირად ჩამოანგრიონ და შემდეგ რევოლუციურ ტალღაზე ისევ აგენტურა დაჯდეს ხელისუფლებაში, როგორც 2003-2012-მდე იყო“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, ნანუაშვილი და ზურაბიშვილი საქართველოში არსებული ვითარებაზე თავიანთ მოსაზრებებს გამოთქვამენ. ვიდეოს მიხედვით, საუბარია აგრეთვე უცხოეთიდან მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაში არსებულ პრობლემაზ