თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1732599801
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა გავრცელებულ კადრებს, სადაც ჩანს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის შეხვედრა ახალგაზრდებთან.
„ზურაბ ჯაფარიძე არის ერთპროცენტიანი პარტიის ლიდერი. რამდენად დიდ უტოპიაშია ახლა ეს ადამიანი და როგორ წამლავს საზოგადოებას ეს ცალკე საკითხია, თავის ახალგაზრდებს და მის მიერ შემოკრებილ თავისი იდეების და აზრების გამზიარებლებს. რა თქმა უნდა, შეიძლება მის ამ განცხადებებს ვუწოდოთ სისულელე და უბრალოდ არასერიოზული, ვინაიდან ეს ერთპროცენტიანი, ხელმოცარული, გაკოტრებული, ანტიეროვნული ძალები ჩვენს ქვეყანაში ვერაფერს მოაწყობენ. ჩვენი ხალხი ბრძენია. ძალიან კარგად ხვდება რაც ხდება და ჩვენ მთავარი შევინარჩუნეთ - მშვიდობა, და არა მხოლოდ შევინარჩუნეთ, ქვეყანა გადავარჩინეთ. ეს ნეოფაშისტები და ასეთი ულტრა რადიკალები რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში, აქ ვინმეს ეჭვი გეპარებათ, რომ დღეს აქ მშვიდად გამოვიდოდით?! ქვეყანა აღარ გვექნებოდა, მეგობრებო. ქვეყანას ესენი გადააქცევდნენ პოლიგონად. ეს იყო მიზანი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს მიმართა და აღნიშნა, რომ მათ უნდა ჰქონდეთ პროტესტი იმაზე, რომ უცხო ქვეყნის პირებს სურთ საქართველო პოლიგონად გადააქციონ.
„ბატონი [ჟურნალისტი] მეკითხებოდა, არახამიას უნდოდაო [ომი]? არახამიას კი არა, უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი საჯაროდ გამოვიდა, თქვენ გახსოვთ, თქვა, რომ მათ უნდოდათ მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში. თქვენ ქართველები ხომ ხართ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ხომ ხართ, ამაზე რატომ არ შეგტკივათ გული. ვიღაცას, უცხო ქვეყნის მოქალაქეს თქვენს ქვეყანაში უნდოდა მეორე ფრონტის გახსნა, ჩვენი ქვეყნის პოლიგონად გადაქცევა. რაც ხდება, კი უყურებთ უკრაინაში. თქვენ ამაზე პროტესტიც კი არ გაქვთ, რეაქცია არ გაქვთ, პოზიციას არ გამოხატავთ და იმეორებთ ერთისა და იმავეს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.