ფიზიკური თერაპევტი, ალექსი ბიძიშვილი გარდაიცვალა
1732612481
მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, „მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით უკრაინის მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის დავით არახამიას განცხადებას გამოეხმაურა.
„არახამიაზე ვინმე არარაობაზე თქვენ გინდათ რომ მე გავაკეთო კომენტარი? არახამიას ნათქვამზე მე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ერთი რამ მინდა ვთქვა - უკრაინას და უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას და ამ დამანგრეველი ომის მალე დასრულებას.
ჩვენს საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ თქვენს მიერ ნათქვამი ადამიანი {დავით არახამია} და ექსტრემისტული, რადიკალური ოპოზიცია არიან სრულ კოორდინაციაში. ასევე კოორდინაციაში იყვნენ ომამდეც, ომის შემდეგ და დღესაც, ერთადერთი მიზნით, რომ აქ რაიმე მომხდარიყო, გადატრიალება, ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა რომ მოეყვანათ ის ნეოფაშისტური რეჟიმი, რომელიც მართავდა ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონი არახამია ჩართულია პირდაპირ ქვეყნის შიდა საქმეებში.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონი დავით არახამია პირდაპირ ჩართული ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში. მას არავინ არ ეკითხება, აქ ჩვენ, ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მთავრობა როგორ მოვაწყობთ ზოგადად ჩვენს საქმეს და ჩვენს პოლიტიკას. მიხედოს ბატონმა არახამიამ თავის თავს“, - დასძინა პრემიერმა.
საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი დასახელდა
1732608926