ფიზიკური თერაპევტი, ალექსი ბიძიშვილი გარდაიცვალა
1732612481
მე არასოდეს მითქვამს, რომ მხოლოდ უმრავლესობის პრემიერ-მინისტრი ვარ, მე ვარ ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. მე ვთქვი ძალიან მარტივი ჭეშმარიტება, რომ ჩვენ არ დავუშვებთ არც უმცირესობაზე ძალადობას და ასევე არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობასა და მათ აგრესიულ პროპაგანდას ჩვენი ხალხის უმრავლესობაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ეს უფლებები გარანტირებულია კონსტიტუციით. უფრო მეტიც, ჩვენ კანონით გავამყარეთ ეს ყველაფერი და არცერთი ადამიანის დისკრიმინაცია არ ხდება ამ ქვეყანაში. მაგრამ მე ვთქვი მთავარი - ჩვენი ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა, ეს არის დაახლოებით 90% - იზიარებს იმ კონსერვატიულ ღირებულებებს, ოჯახურ ფასეულობებს, ღირებულებებს, რომლითაც ჩვენ ყველანი დღემდე მოვედით. თქვენთვის მისაღებია ის აღვირახსნილი პროპაგანდა, რომელიც მიმდინარეობს ზოგიერთ ქვეყნებში? იგივე სქესის გადაკეთებასთან დაკავშირებით. ეს არის პროპაგანდა, რომელიც მომწამვლელია ბაღებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი დასახელდა
1732608926
თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1732599801