პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სამეგრელოში სავარაუდო სექსუალურ ძალადობაში ეჭვმიტანილი მამა სამართალდამცველებმა დააკავეს. მას მე-8 კლასელი შვილის გაუპატიურებას ედავებიან.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ოჯახის მეზობელიც, 25 წლამდე ასაკის კაცი, რომელიც ძალადობის საქმეში ფიგურირებს.
მომხდარი ფაქტის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, როცა დედამ გოგონას წერილი იპოვა, სადაც იგი თვითმკვლელობას გეგმავდა.
ძალადობის ფაქტი წლების განმავლობაში ხდებოდა და მოზარდი შიშის გამო ფაქტს მალავდა.
არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანზე ძალადობას სისტემატური ხასიათი ჰქონდა. მოზარდს დღეს ექსპერტიზა ჩაუტარდა. საქმეში ჩაერთო ბავშვთა ფსიქოლოგიც.
სამეგრელოში, სავარაუდო ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. 14 წლამდე გოგომ საგამოძიებო უწყებას ჩვენება დედის თანდასწრებით მისცა.
„დამირეკეს ორი პირი დააკავესო, მივდივარ პოლიციაში ამბის გასარკვევად“,,- უთხრა „პრაიმტაიმს“ სოფლის რწმუნებულმა.
შსს ამ დრომდე დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ავრცელებს.