„მე შემიძლია ვიშვილო...“ - მამა ლევანი, კასპში, ქმრის მიერ მოკლული თათია ლომინაძის შვილზე
1759431273
გვარამია-მელიას კოალიცია 4 ოქტომბრის არჩევნების არაღიარებისთვის ემზადება. არჩევნების ბოიკოტში მყოფ პარტიაში "კურიერს" წყარო უყვება, რომ ხვალ “კოალიცია ცვლილებისთვის” და პარტია „დროას“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ლემონჯავა, ბრიფინგს გამართავს სადაც კონკრეტულ გეგმას გააჟღერებს თუ როგორ უნდა მოხდეს თვითმმართველობის არჩევნების შედეგების არაღიარება, ასევე პარტია მოქალაქეებზე გასცემს დაპირებას, რომ ისინი არჩევნების შედეგებს გააუქმებენ.
ამავე ბრიფინგზე, წყაროს ინფორმაციით, დაგეგმილია მოწოდება საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ მათაც ლეგიტიმურად არ აღიარონ მუნიციპალური არჩევნების შედეგები.
"კურიერის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, დაგეგმილია ამ განცხადების მაქსიმალური გავრცელება.
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე აცხადებს, რომ 4 ოქტომბერს არჩევნები მშვიდ გარემოში ჩაივლის.
"ეს არის მორიგი მცდელობა, რომ გარკვეულწილად დაძაბონ სიტუაცია წინასაარჩევნოდ და განწყობა შექმნან თითქოს ამ ქვეყანაში ყველაფერი ისე არ არის როგორც უნდა იყოს. ჩვენ ვიცით, რომ ეს არის გაკოტრებული პოლიტიკური რადიკალების ერთობა, რომლებმაც თვითდაპატიმრებით ვერაფერს მიაღწიეს და ახლა აპირებენ მორგი ტალღის წამოწყებას.
ყველამ კარგად ვიცით, რომ არჩევნების ლეგიტიმაციის მთავარი წყაროა ხალხი, ხალხი, რომელიც ძალიან მშვიდად მივა არჩევნებზე და დააფიქსირებს თავიანთ პოზიციას. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რას იტყვიან გაკოტრებული პარტიის წევრები, რომელთა მთავარი მიზანია ქვეყანაში სიტუაციის არევა,"- აცხადებს მაია ბითაძე.