დაგროვებითი პენსია 15 458 პირმა გაიტანა - რა შემთხვევაში შეგიძლიათ თანხის მიღება
1736626219
საკუთარი ხმა “გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ დააფიქსირა. მან მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდა, რათა საკუთარი არჩევანი დააფიქსირონ.
“თუ მაინცდამაინც რებუსებით უნდა ვილაპარაკოთ - მე მივეცი ხმა ადამიანის ნორმალურ ტემპერატურას. ყველასათვის ცხადია, თუ რა არჩევანს გააკეთებდი. დღეს რამდენიმეწლიანი ბრძოლის ბოლო დღეა. ყველა ჩვენს მეგობარს, მხარდამჭერებს, ახლობელს ვთხოვ, რომ არ დაიზაროს, გამოცხადდნენ საარჩევნო უბანზე და მიიღონ სწორი გადაწყვეტილება“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. წელს ქვეყანაში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება.