Wall Street Journal: ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე შეთანხმების გაფორმება ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე ნაკლებად სავარაუდოა

ფოტო: Reuters

Wall Street Journal-ი წერს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე შეთანხმების გაფორმება ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე ნაკლებად სავარაუდოა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციაში თვეების განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ისრაელსა და დაჯგუფება „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმება მალე გაფორმდებოდა, ახლა კი ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა რიტორიკა შეცვალეს.

WSJ-ის წყარო აღნიშნავს, რომ ლიბანში ელექტრონული მოწყობილობების აფეთქებების სერიის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში ვითარებამ დუღილის წერტილს მიაღწია და ტოტალური ომის გაჩაღების რისკი გაიზარდა.