1766497440
,,ვულოცავ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, რომელიც შობის დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავს. ვიზიარებ მათ სიხარულს" - ირაკლი კობახიძე
ქრისტესშობის დღესასწაულს, დღეს, ქრისტიანული სამყაროს დიდი ნაწილი ზეიმობს. შობას ულოცავს ყველას, ვინც დღეს აღნიშნავს ამ დღესასწაულს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
"ვულოცავ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, რომელიც შობის დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავს.ვიზიარებ მათ სიხარულს, სიკეთეს და ბედნიერებას ვუსურვებ თითოეულ მათგანს", - წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში.











