ტყიბულში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

ტყიბული

ტყიბულში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო.

ბავშვებთან ერთად ნაძვის ხე ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კუბლაშვილმა აანთო და მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

საახალწლოდ ქალაქი საგანგებოდ მოირთო და პატარების განწყობაზე ანიმატორებმა იზრუნეს.

ღონისძიებას ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იზოლდა ნემსაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.