სკანდალი, რომელიც UFC-ის ბრძოლის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი - დაკავებულია 5 პირი
1781856283
პარლამენტს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების სამი თვის მიმოხილვა წარედგინება.
კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ სამინისტროების ეფექტიანობას სახარჯო ნაწილშიც.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით, ყურადღება გამახვილდება ბიუჯეტში გათვალისწინებულ პროექტებზეც.
"ეს არის ყოველწლიური პროცესი, რითაც პარლამენტი მონიტორინგს უკეთებს ბიუჯეტის შესრულებას, მათ შორის, თითოეული სამინისტროს ეფექტიანობას. ამ განხილვებზე ვნახავთ რამდენად კარგად იყო შემოსავლების ნაწილი შესრულებული, ამავდროულად რამდენად ეფექტიანი იყო სამინისტროები სახარჯო ნაწილში.
ვიცით, რომ 2026 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია უმნიშვნელოვანესი პროექტები, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე ჯანდაცვის და სხვა დარგობრივი მიმართულებები, შესაბამისად თითოეულ ამ პროექტზე, თუ გეგმაზე გამახვილდება ყურადღება", - განაცხადა ნინო წილოსანმა.