1743366857
ვლადიმერ ბოჟაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ არამხოლოდ 2012 წლამდე, არამედ მერეც აგრძელებდა ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის მტრობას, ეს პარტია უნდა გაემიჯნოს ქართულ პოლიტიკას

ის რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არამხოლოდ 2012 წლამდე, არამედ მერეც აგრძელებდა ჩვენი სახელმწიფოს და ხალხის მტრობას, ამის არაერთი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ვლადიმერ ბოჟაძემ.
მისი თქმით, ეს პარტია ქართულ პოლიტიკას უნდა გაემიჯნოს.
„ეს იყო დაკავშირებული იგივე ევროინტეგრაციასთან, არაერთი მცდელობა ჰქონდათ არეულობის, დესტაბილიზაციის, უკრაინიზაციის და მაიდანიზაციის. ეს იმას ნიშნავს, რომ „ნაციონალურ მოძრაობა“ როგორც რეჟიმი და მათი წარმომადგენლები უნდა გაემიჯნონ ქართულ პოლიტიკას“, - აღნიშნა ბოჟაძემ.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:
„მოგეხსენებათ კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობის" ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო. უკვე აშკარაა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა მოგვცემს მყარ საფუძველს, მივმართოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით“.