„კაცს ჯიბეში წერილი უპოვეს...“ - ახალი დეტალები 22-ე სართულიდან გადმოვარდნილი ერთი ოჯახის სამი წევრის შესახებ

გადმოვარდნა

22-ე სართულიდან გადმოვარდნის შედეგად ერთი ოჯახის სამი წევრი ცოლ-ქმარი და შვილი დაიღუპა.

მეზობლები ამბობენ, რომ ისინი, სავარაუდოდ, არ იყვნენ საქართველოს მოქალაქე.

გავრცელებული ინფორმაციით,  გარდაცვლილი კაცის ჯიბეში წერილი იპოვეს. 

 „ჩემმა მეზობელმა, რომელიც მესამე სართულზე ცხოვრობს, რაღაცის ვარდნის ხმა გაიგო. ეგონა, რომ ვიღაცამ ნაგავი გადმოაგდო, გადაიხედა და დაინახა, რომ კაცი ეგდო ძირს, რომელსაც მალევე მოჰყვა ქალი და შემდეგ ბავშვი. ეს ქალი ახლა ემოციურად ძალიან ცუდად არის. მე რომ აივნიდან გადავიხედე, უკვე სამივე ძირს ეყარა. ქალი და კაცი შედარებით ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, ბავშვი მოშორებით ეგდო.

წერილი რუსულ ენაზე იყო დაწერილი. შინაარსი, რომელსაც ყური მოვკარით, დაახლოებით ასეთი იყო - ჩვენ არ ვართ მორწმუნეები და რაც დაგვემართა ჩვენი ბრალიაო“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „რადიო თავისუფლებასთან“.