გორის გვირაბთან ავარიას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

ლენტი

გორის გვირაბთან ავარიას მამაკაცი ემსხვერპლა, მისი მეუღლე კი მძიმედ დაშავდა.

თვითმხილველის ინფორმაციით, მანქანა ბორდიურს დაეჯახა.

"მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. მძიმე მდგომარეობაში იყო მისი მეუღლეც", - უთხრეს ადგილობრივ მედიას.

ქალი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.