გვაქვს უპრეცედენტო მაჩვენებელი, 80%-ზე მეტი და დაახლოებით მილიონი ხმა მივიღეთ - ირაკლი კობახიძე

კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებში "ქართულმა ოცნება" ხმების 80%-ზე მეტი მიიღო.

მისი განმარტებით, უპრეცედენტო მაჩვენებელი აქვთ - მათ დაახლოებით მილიონი ხმა მიიღეს.

"მთლიანობაში, ქვეყნის მასშტაბით, "ქართულმა ოცნებამ" მიიღო ხმების 80%-ზე მეტი. თითქმის დასრულებულია უკვე ხმების დათვლა. გვაქვს უპრეცედენტო მაჩვენებელი 80%-ზე მეტი და დაახლოებით მილიონი ხმა მივიღეთ. კიდევ ერთხელმადლობა ამომრჩეველს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.