ცვლილება მათთვის, ვინც მაღაზიებში საბანკო ბარათით იხდის - როდიდან ამოქმედდება სიახლე
1769977955
ჩვენი პოლიტიკური გუნდი, „ევროპელი სოციალისტები“ მზად ვართ ნებისმიერ ფორმატში, მათ შორის საგნობრივ დისკუსიებში აქტიურად ჩავერთოთ, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ვლადიმერ ბოჟაძემ „ქრონიკასთან“.
მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ „იმედი“ საზოგადოებას განსხვავებულ დებატებს შესთავაზებს.
„რადგან საუბარი იქნება არა მხოლოდ პოლიტიკური დებატებზე არამედ, უკვე საგნობრივ, თემატურ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც აწუხებს ჩვენს მოქალაქეებს. ყველაზე მთავარია, ის რომ დებატებმა უნდა შეასუსტოს ქვეყანაში არსებული პოლარიზაცია. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ მოისმინოს პოლიტიკოსების კამათიც, დისკუსიაც, დებატებიც, იმისთვის, რომ გაიგოს სიმართლე“, - აღნიშნა ბოჟაძემ.
„ტელეიმედი“ ახალი პოლიტიკური ფორმატისთვის ემზადება - თებერვლიდან „იმედის“ ეთერში დებატები დაიწყება.