ვხედავთ ხალხის და ხელისუფლების ნების გამიჯვნის მცდელობებს, 85 პროცენტზე მეტს სურს ევროკავშირის წევრობა და მათი უმეტესობა ევროპულ მომავალს სწორედ ხელისუფლებაში მყოფ ძალას ანდობს - მაკა ბოჭორიშვილი

დეპუტატი

ვხედავთ მცდელობებს, ხალხის და ხელისუფლების ნება გამიჯნულად წარმოჩნდეს, 85 პროცენტზე მეტს სურს ევროკავშირის წევრობა და მათი უმეტესობა ევროპულ მომავალს სწორედ ხელისუფლებაში მყოფ ძალას ანდობს, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია პარტნიორების მხარდაჭერა და ფაქტებზე დაფუძნებული ობიექტური შეფასებები.

„სამწუხაროდ, ხშირად ვხედავთ მცდელობებს, რომ ქართველი ხალხის და ხელისუფლების ნება ერთმანეთისგან გამიჯნულად წარმოჩინდეს. ამ დროს არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი მნიშნველოვანი ფაქტი: საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ისწრაფვის ევროპისკენ, 85 პროცენტზე მეტს სურს ევროკავშირის წევრობა და ამ ადამიანების უმეტესობა თავის ევროპულ მომავალს სწორედ იმ პოლიტიკურ ძალას ანდობს, რომელიც დღეს საქართველოს ხელისუფლებაშია. დიახ, არ არის მარტივი ამოცანა, ამ ტურბულენტურ დროში იზრუნო ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე, ამავდროულად, უზრუნველყო სტაბილური, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება, რაც ასევე უმნიშნველოვანესია ჩვენი ევროპული მომავლისთვის. ამ კომპლექსურ ვითარებაში ჩვენ პარტნიორების მხარდაჭერის, მათი სამართლიანი და ობიექტური შეფასებების და მოპყრობის იმედი გვაქვს. ძვირფასო კოლეგებო, როდესაც საქმე საქართველოს ეხება, ნუ იჩქარებთ დასკვნების გაკეთებას მცდარი აღქმების საფუძველზე, შეხედეთ ციფრებს, ეძიეთ ფაქტები და ბევრად მეტს პასუხს მიიღებთ ფაქტებისგან, ვიდრე არასაჭირო სპეკულაციებისგან“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.