ვიმედოვნებ, რომ პირველ რიგში, შეეცდებიან [პარლამენტში] მუშაობას - მარკეტა გრეგორევა ოპოზიციაზე

მარკეტა გრეგოროვა

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა ოპოზიციას ურჩევს არჩევნების გზით მოპოვებული მანდატები გამოიყენონ და პარლამენტში იმუშაონ.

ამის შესახებ მან კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, მიიჩნევს თუ არა ლეგიტიმურად პარლამენტს, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში მუშაობას ბოიკოტს გამოუცხადებს.

„არც მოსამართლე ვარ და არც ადვოკატი, არ ვიცი ეს საკითხი როგორ არის მოწესრიგებული ქართული კანონმდებლობით, თუმცა მე ვეცდებოდი მერჩია ოპოზიციისთვის, რომ დაეკავებინა მათი ადგილი პარლამენტში, რომელიც მათ მოიპოვეს ბევრი ამომრჩევლის მხარდაჭერის შედეგად, რომლებსაც სჯერათ, რომ ისინი უნდა იყვნენ პარლამენტში. თუ ისინი დაინახავენ, რომ შეუძლებელია მუშაობის გაგრძელება პარლამენტში რაიმე მიზეზით, რაც, რა თქმა უნდა, შეიძლება მოხდეს, მაშინ შეუძლია დატოვონ პარლამენტი, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ პირველ რიგში, შეეცდებიან მუშაობას.

თუ ოპოზიციამ გააკეთა განცხადება, რომ ისინი არ აღიარებენ შედეგებს, მაშინ ველი, რომ მათ გადადგან სამართლებრივი ნაბიჯები, მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს“, - განაცხადა გრეგოროვამ.