1742417522
VIDEO: ვინ მისტირის სალომე ზურაბიშვილს? ჩვენ უნდა გავუსწოროთ თვალი ახლანდელ რეალობას - ეკა წამალაშვილი

ვინ მისტირის სალომე ზურაბიშვილს? - ასე უპასუხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ეკა წამალაშვილმა გადაცემა „თავისუფალი სივრცის“ წამყვანის, ვახო ხუზმიაშვილის შეკითხვას (2018 წელს, სალომე ზურაბიშვილი გამოაცხადეთ არალეგიტიმურ პრეზიდენტად, გრიგოლ ვაშაძე საერთოდ წავიდა თქვენი პარტიიდან, ხოლო თქვენი ლიდერები დღეგამოშვებით სალომე ზურაბიშვილს მისტირიან და რა ხდება?).
„ჩვენ უნდა გავუსწოროთ თვალი ახლანდელ რეალობას. მე მხოლოდ გამიხარდებოდა შეესრულებინა ძალიან მაღალ დონეზე თავის რაღაც გამაერთიანებლის ფუნქცია და თუ ის იქნება წარმატებული ამ მიმართულებით გამიხარდება იმიტომ, რომ ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი...“ - განაცხადა წამალაშვილმა.