VIDEO: ,,ნუ ამოეფარება მელია ვიღაც ტროლებს, ,,მოკეტოს" და წინ ვიყუროთ, რომ მესამე პრეზიდენტი არ დაიღუპოს ციხეში" - თაკო ჩარკვიანი

თაკო ჩარკვიანი

,,ნუ ამოეფარება ნიკანორ მელია ვიღაც ტროლებს... თუ შეიძლება, დამიჯდეს ღია ეთერში და ზუსტად ვეტყვი, თვითონ რომ ციხეში იყო, რა დღეში ვიყავით ყველანი და როგორ ვეხმარებოდით, რომ გამობრძანებულიყო. საკმაოდ სიმპათიურად იჯდა იმ ციხეში, ისე, როგორც არ სვამს ხოლმე ,,ქართული ოცნება" ციხეში პატიმრებს, ამიტომ მოკეტოს, ბოქლომი დაიდოს და წინ ვიყუროთ, იმისთვის მხოლოდ, რომ საქართველო გადარჩეს და მესამე პრეზიდენტი არ დაიღუპოს ციხეში", - ამის შესახებ პარტია ,,კანონი და სამართლის" ლიდერმა განაცხადა.

თაკო ჩარკვიანის თქმით,  ამომრჩეველი ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს მოქმედებას სთხოვს, ნიკა მელიას კი, სძინავს.

,,შენი პარტიის ლიდერი მძიმდება ციხეში, რომ მიპროწიალობ 50 კაცით ჯანდაცვასთან, ვერ გავიგე, სააკაშვილი იქიდან დაურეკავდა და ეტყოდა, 100 კაცით არ მოხვიდე, მეწყინებაო? ამას ეტყოდა?

ნებსით თუ უნებლიეთ, უშიშროების დავალება შეასრულა თავმჯდომარემ. არ მაინტერესებს ბატონებო, იდიოტურად ჩაძირავ პროცესს თუ შეგნებულად, ნადგურდება საქართველო. ქვეყანაში შემოდიან რუსები - პარტიას, ხელმძღვანელს, ნამდვილად სძინავს.

ამომრჩეველი გარეთ ფხიზელია და ნიკანორ მელიას სოციალური ქსელი აფეთქებულია და მოძრაობას სთხოვს. მე დავემატე და მეც ვთხოვ მოქმედებაში მოსვლას. გამომიხტება ხან ერთი რუპორი, ხან მეორე და ჩვენ მივხედავთ ჩვენ პარტიას. რას ჰქვია თქვენ პარტიას მიხედავთ?

2018 წელს ასე გვეფიქრა? სისხლი ჩავაქციეთ ჩვენ და ოჯახები დავდეთ დარტყმის ქვეშ", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა გადაცემაში ,,ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე".