VIDEO: ,,ცოტა ფრთხილად! ანი წითლიძეს არ ავერიო, პარლამენტში ვიღაცებს სულელურად რომ უქნევს თითებს" - თაკო ჩარკვიანი

თაკო ჩარკვიანი

,,ანი წითლიძეს არ ავერიო, პარლამენტში ვიღაცებს სულელურად რომ უქნევს თითებს", - ასე გამოეხმაურა პარტია ,,კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი გადაცემაში ,,ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე", ანი წითლიძის განცხადებას.

,,თამარ ჩარკვიანთან ცოტა ფრთხილად, მე სხვა ღირებულებებზე ვარ გაზრდილი და ანი ამას ეტყობა ვერ იგებს. ჩემთვის არის საქართველო უპირველეს ყოვლისა. 

შენიშვნასაც მიიღებენ და თუ საჭირო იქნება ამომრჩევლის მოთხოვნით, გადადგება უნიათო მელია, რომ ისევ მივიღოთ ძალა ერთობა, რომ გადავარჩინოთ მესამე პრეზიდენტი.

და მე აქ ანი წითლიძის შენიშვნებს უნდა ვუსმინო თურმე. ანის არ ავერიო პარლამენტში ვიღაცებს სულელურად რომ უქნევს თითებს", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მისივე თქმით, 2018 წელს წარმატებული შედეგი დადო ,,ძალა ერთობაშიამ" და არა ცალკეულმა პარტიამ. 

,,რა კარგია, ჩვენ რომ ასე არ ვიფიქრეთ 2018 წელს, ასე რომ გვეფიქრა საპრეზიდენტო არჩევნებში, როგორც ანის სურს, გვეფიქრა, რომ არაეთიკურია, გვეფიქრა იმაზე, რომ მოძლიერებულიყო შესუსტებული ,,ნაციონალური მოძრაობა", რომელიც მე მხოლოდ აღვიქვი იმად რომ დასავლური ვექტორის მსხვილი ოპოზიციური პარტია სუსტდებოდა და ასეც იყო.

რა კარგია, ასე რომ არ ვიფიქრეთ, სწორედ ამიტომ დავდეთ წარმატებული შედეგი. მილიონამდე ამომრჩეველი დადო გაერთიანებამ, ძალა ერთობამ. თორემ, ანი წითლიძესავით რომ გვეფიქრა, დღეს უკვე გამქრალი იქნებოდა ,,ნაციონალური მოძრაობა", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.