პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„თაკო ჩარკვიანი არ არის ჩვენი პარტიის წევრი და უხერხული არ არის, რომ მეორე პარტიის თავმჯდომარეს გადადგომისკენ მოუწოდებს?“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ანი წითლიძემ გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ საუბრის დროს განაცხადა.
მისი თქმით, სხვა პარტიის ლიდერი მას არ უნდა მოუწოდებდეს თავმჯდომარის გადადგომისკენ.
„მე და ნიკა მელიამ შეიძლება ვიკამათოთ, მაგრამ სხვა პარტიის წევრი არ უნდა მომიწოდებდეს გადადგომისკენ. ყველაზე მინიმუმ არაეთიკურია“ - განაცხადა ანა წითლიძემ გადაცემაში " თავისუფალი სივრცე "
ცნობისთვის პარტია „კანონისა და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ საუბრისას განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ნიკა მელია იმდენად სუსტი მმართველია რომ პარტიის რეიტინგი გაანახევრა.