VIDEO: ,,იმ პერიოდში, პარტიის თავმჯდომარე თქვენი მეგობარი გრიგოლ ვაშაძე იყო, მას უნდა დაეცვა ხმები" - ზვიად კუპრავა თაკო ჩარკვიანს

თაკო ჩარკვიანი ზვიად კუპრავა

ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში ,,თავისუფალი სივრცე", ,,ნაციონალურ მოძრაობაში" არსებულ ვითარებაზე პარტია ,,კანონი და სამართლის" ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა და ,,ნაციონალური მოძრაობიდან" თბილისის საკრებულოს წევრმა ზვიად კუპრავამ ისაუბრეს. 

თაკო ჩარკვიანის თქმით, ,,ენმ-ს" ხმები უნდა დაეცვა და პარლამენტში არ უნდა შესულიყო. 

,,თქვენ როგორც თვლით, რომ პარტიის თავმჯდომარეა ყველაფერზე პასუხისმგებელი, მაგ ლოგიკით თუ გავყვებით, იმ პერიოდში, პარტიის თავმჯდომარე თქვენი მეგობარი გრიგოლ ვაშაძე იყო, შესაბამისად, მას უნდა დაეცვა ხმები", - მიმართა ზვიად კუპრავამ თაკო ჩარკვიანს.

თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ გრიგოლ ვაშაძე პარტიიდან გააგდეს. 

,,გააგდეს... გააგიჟეს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და ვერ გაუძლო. ის არის ადამიანი, რომელმაც მოუტანა პარტიას გამარჯვება. ერთადერთი გამარჯვება ოპოზიციამ 2012 წლის შემდეგ მიიღო პირველად და ეს იყო 2018 წელი", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა. 

ვრცლად, ნახეთ ვიდეო ⬇️