VIDEO: „ჩვენ გვაქვს პოზიტიური დღის წესრიგი და ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის განვითარებას ამ მხრივ“ - გიორგი ჩაკვეტაძე

გიორგი ჩაკვეტაძე

„ჩვენ გვაქვს პოზიტიური დღის წესრიგი და ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის განვითარებას ამ მხრივ“, -  ამის შესახებ მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

„დაგეგმილი არის არაერთი რეფორმა, რომელიც ემსახურება ქართველი ხალხის ნებას. ეს შეეხება ოჯახურ ღირებულებების დაცვას, საერთაშორისო დაფინანსების გამჭვირვალობას , ეს შეეხება იმ  მთავარ საკითხებს, რომელიც აქტუალური არის ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.