1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
,,სპონტანური არ იყო ჩემი განცხადება, მე საკუთარი პიროვნება დავიცავი, რომ არ ვყოფილიყავი მათთან გაიგივებული, ვინც მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას აპირებდა, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, - ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა გუგული მაღრაძემ 2007 წლის 7 ნოემბერთან დაკავშირებით, გადაცემაში, ,,ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე" განაცხადა.
მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ყველაფრის საქმის კურსში იყო.
,,იმის თქმა, რომ პრეზიდენტი არ იყო საქმის კურსში, არ არის სწორი. პრეზიდენტი ყოველთვის, ყველაფრის საქმის კურსში იყო. ის, რომ ძალის გამოყენებას აპირებდნენ, ეს არა მხოლოდ 7 ნოემბერს, მანამდეც ვხედავდი... ცხელი თავები ჭარბობდნენ, გადაწყვეტილების მიმღებთა შორის. ბოლოს და ბოლოს, მოვიცილოთ და ამ ხალხს ჭკუა ვასწავლოთ, ასეთი ფრაზები ხშირად ისმოდა, არა საჯაროდ, მაგრამ საუბრებში", - განაცხადა გუგული მაღრაძემ გადაცემაში " თავისუფალი სივრცე".