პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
,,სააკაშვილს არანაირი შეხება არ ჰქონდაო, ეძინაო, ასეთი ინფორმაციაც მოვისმინეთ - თქვენ, როგორც მოქალაქეს, გაქვთ თუ არა კითხვები სააკაშვილთან 7 ნოემბრის საქმეზე?" - ჟურნალისტ ვახო ხუზმიაშვილის ამ კითხვაზე, მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ უპასუხა, რომ მას არა მარტო კითხვები აქვს, არამედ, განცხადებებიც აქვს დაწერილი.
,,კითხვები მაქვს კი არა, განცხადებებიც მაქვს შეტანილი და ხელისუფლება არ იძიებს ამ საქმეებს. მე დაზარალებულად არ ვარ დაძახებული და რატომ არ ვარ ? როგორი გამოძიებულია? ეს არის შოუ, გამოძიება კი არა. 7 ნოემბერი, 26 მაისი, არც ერთის გამოძიება არ მომხდარა, სად მიდის გამოძიება?!" - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ გადაცემაში - ,,თავისუფალი სივრცე".