Exclusive: თამბაქოს მოხმარების კონტროლის შემდეგ გუგული მაღრაძე ახალ, დიდ პროექტს იწყებს

jpg

"თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონის ერთ-ერთ ავტორს, გუგული მაღრაძეს "პრაიმტაიმი" ესაუბრა. როგორც ექსდეპუტატმა გვითხრა, ამ ეტაპზე განათლების სამინისტროში ექსპერტის პოზიციას იკავებს და ახალ დიდ პროექტზე მუშაობს... 

თამბაქოს მომხმარებლები მას "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონის მიღების შემდეგ კრიტიკის ქარცეცხლში ფასის მატების გამო ატარებენ. საუბარიც ამ თემით დავიწყეთ: 

"ჩემი ინიციატივით უმცირესობა უკმაყოფილო იყო, ახლა ისინიც აღარ არიან უკმაყოფილოები. მე სიგარეტის გაძვირების ინიციატორი არ ვყოფილვარ. ამას ევროკავშირი მოითხოვს - თამბაქოს ფასი იყოს ძვირი, რათა ადამიანებმა თავიანთი სიმწრით ნაშოვნი ფული ამ საწამლავში არ დახარჯონ. 

ამ კანონს ჩემი ახლობლებიც უარყოფითად შეხვდნენ, თუმცა ახლა, აღიარებენ, რომ ამას თავისი დადებითი მხარე აქვს - რესტორნებში საჭმელ-სასმელს თავისი გემო აქვს და მშვიდად მიირთმევენ, თანაც ისე, რომ ის საშინელი სუნი აღარ აქვთ, რომელიც 2-3 დღე მიჰყვებოდათ, დაცულები არიან ბავშვებიც და რა თქმა უნდა, მომსახურე პერსონალიც. 

ახლა, განათლების სამინისტროში ექსპერტი ვარ და დიდ პროექტს ვაკეთებ. შესაძლოა, ყველა უნივერსიტეტში ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის უფასო კაბინეტი შეიქმნას. არ ვიცი დავუბრუნდები თუ არა ისევ პოლიტიკას, თუმცა ახლა რასაც ვაკეთებ, ესეც პოლიტიკაა." - ამბობს გუგული მაღრაძე.